სიახლეები

გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

2018-09-18 18:00:00

გურიის რეგიონში, ოზურგეთში და ლანჩხუთში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვი ნალექის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განვითარდა მეწყრული პროცესები.

ადგილზე იმყოფებოდნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ უწევენ სამუშაოს კოორდინირებას.

„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. მთელი დღის განმავლობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. შექმნილია საგანგებო კომისია,ითვლება ზარალი და რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი თუ რა ზიანი მიაყენა სტიქიამ მუნიციპალიტეტებს“ - განაცხადა გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ.