სიახლეები

გუბერნატორმა ანასულის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები მოინახულა

2018-09-24 15:00:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ოზურგეთში ანასულის ხანდაზმულთა სახლს ესტუმრა და იქ მყოფი ბენეფიციარები მოინახულა.

”ჩემო ძვირფასებო, მოხარული ვარ თქვენთან სტუმრობით. თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც მეტი ყურადღება, სითბო სჭირდება და ჩვენის მხრივ ამ ყურადღებას არ მოგაკლებთ. გისურვებთ მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს“- ზურაბ ნასარაია.

ხანდაზმულთა სახლი 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით შეიქმნა. ამჟამად აქ 20 მზრუნველობამოკლებული ხანდაზმული ცხოვრობს.