სიახლეები

გუბერნატორი რეგიონულ სამსახურებთან შეხვედრებს აგრძელებს

2018-09-26 18:47:00

გურიის გუბერნატორი რეგიონულ სამსახურებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ზურაბ ნასარაია, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ოზურგეთის რაიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

გუბერნატორი ადგილზე გაეცნო სამსახურების საქმიანობას და მათთან ერთად განიხილა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემური საკითხები.

ზურაბ ნასარაიამ აღნიშნული სამსახურების წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და კოორდინირებული მუშაობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.