სიახლეები

ფებურთის ფედერაციამ სოფელ ბოხვაურში საფეხბურთო მოედანი განაახლა.

2018-09-29 16:00:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა სოფლის მოედანი ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში განაახლეს.

განახლებულ საფეხბურთო მოედანზე გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოქმედ და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ოზურგეთელ სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

გაიმართა ამხანაგური მატჩი სტუმარ და მასპინძელ გუნდებს შორის, რომელშიც ქალთა საფეხბურთო გუნდებიც მონაწილეობდნენ.