სიახლეები

ოზურგეთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

2018-12-25 14:24:00

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ ორგანიზებით ოზურგეთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, "ჭიტას" დირექტორთან ხათუნა ჩხიკვაძესთან და ოზურგეთის მერის მოადგილესთან ირაკლი სირაძესთან ერთად, ოზურგეთის სოფლებში საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.

„სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ ჩვენი პატარები სამახსოვრო საჩუქრებით და სათამაშოებით დაასაჩუქრა. მინდა მადლობა გადავუხადო აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს აქტიური მხარდაჭერისთვის და ბავშვების გახარებისთვის. წინასაახალწლო საჩუქრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 15 საბავშვო ბაღს გადაეცა. მსგავსი სახის აქციას ჩვენ უახლოეს დღეებში ლანჩხუთში და ჩოხატაურშიც განვახორციელებთ”- აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.