სიახლეები

სოფელ ზომლეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

2019-02-05 09:48:00

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 25 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. პროექტი,რომლის ღირებულებაც 102, 047 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

ახალი საბავშვო ბაღი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

“რეგიონში ბაღების მშენებლობა - რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან სოფელ ზომლეთის ბაღის აღსაზრდელებს სრულიად განახლებულ შენობაში შეუძლიათ სკოლამდელი განათლების მიღება. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს პატარებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს. ვუსურვებ წარმატებულ სასწავლო წელს“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, ამ დრომდე სოფელში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არ არსებობდა, ამიერიდან კი, აღსაზრდელებს აღარ მოუწევთ მეზობელ სოფლებსა და დაბის საბავშვო ბაღებში გადაადგილება.