სიახლეები

ოზურგეთში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფინალური შეხვედრები გაიმართა

2019-02-05 09:54:00

ოზურგეთში ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში 23 წლამდელთა შორის ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ფინალური შეხვედრები გაიმართა.

60 და 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილები და ოქროს მედლები ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა ირაკლი ძიმისტარაშვილმა და გიორგი გუჯაბიძემ მოიპოვეს.

შეხვედრას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და სპორტული სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები კი გახდნენ:

55 კგ. - ფრიდონ აბულაძე
60 კგ. - ირაკლი ძიმისტარიშვილი 
63 კგ. - გიორგი გუჯაბიძე 
67 კგ. - გიორგი კურტანიძე
72 კგ. - ოთარ აბულაძე 
77 კგ. - დავით სოლოღაშვილი
82 კგ. - აივენგო რიკაძე 
87 კგ. - გურამ ხეცურიანი
97 კგ. - საბა ბუხრიკიძე 
130 კგ. - გიორგი ბარბაქაძე