სიახლეები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაცია „eptisa“-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2019-02-06 15:43:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაცია „eptisa“-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
რწმუნებული ზურაბ ნასარაია პროექტების ციკლის მართვის ექსპერტს - ენტონი ლითლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. 
„eptisa“ არის საერთაშორისო საინჟინრო, არქიტექტურული და საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა მომსახურებაზე, ტრანსპორტირების, წყალმომარაგებისა და გარემოს, ენერგეტიკის, მრეწველობისა და მშენებლობის სფეროში ყველაზე რთული პროექტების განხორციელებაზე, ტექნიკური ცოდნის, შემოქმედებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე საზოგადოების მდგრადი განვითარებისა და ხალხის მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.