სიახლეები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

2019-02-07 10:17:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

რწმუნებული ზურაბ ნასარაია, საგანგებო სიტუაციების მართვის, კრიზისების სამსახურის მართვის (დეპარტამენტის) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენელს ნოდარ კუტიბაშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სეზონური ხანძრების საკითხები და უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები.

შეხვედრას, რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე დაესწრნენ.