სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ლანჩხუთსა და ოზურგეთს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკა გადასცა

2021-12-06 11:12:00

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები გადასცა; მუნიციპალიტეტებს, სულ, გადაეცათ 8 ნაგავმზიდი, 4 სატვირთო თვითმცლელი მანქანა და 800 კონტეინერი (4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 500 კონტეინერი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს; 4 ნაგავმზიდი, 2 სატვირთო თვითმცლელი და 300 კონტეინერი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს).

ახალი ტექნიკის საშუალებით, მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდება ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესი. დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მომსახურება კი, მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტი მცხოვრებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი. გამოყენებული იქნება ნარჩენების შეგროვების როგორც კონტეინერული, ისე „ზარის პრინციპით“ შეგროვების მეთოდი - მაღალმთიანი სოფლებისთვის.

სპეციალური ტექნიკა და კონტეინერები მუნიციპალიტეტებს   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა  გიორგი შუხოშვილმა გადასცეს.