სიახლეები

გურიის რეგიონში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო

2022-03-25 11:19:00

პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, გურიის რეგიონში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო.

 

„გურიის რეგიონიდან  განმეორებით გასაგზავნად მობილიზებულია ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებს, მედიკამენტებსა და სასურსათო პროდუქტებს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი  ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს,საჯარო მოხელეებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტვირთის შეგროვებაში,“-აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა.

 

გურიის რეგიონის მასშტაბით, პირველ ეტაპზე,  უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 10 ტონამდე ტვირთი გაიგზავნა.