ასისთავა

 

ასისთავა  (ლათ. Centaureum minus);

სინონიმები: (Centaureum erythraea, Erytrhraea centaureum) — ერთ ან ორწლიანი ბალახეული მცენარე, 10-40 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვანი სწორმდგომი ღეროთი.  ღეროს  ძირში განწყობილი  ფოთლები წაგრძელებულ - უკუკვერცხისებრი და თავბლაგვია,  ღეროზე  ერთიმეორის პირდაპირ განწყობილი ფოთლები კი ლანცეტა და ბლაგვწვეტიანია.

თანაყვავილედი ქოლგისებრი საგველაა. ყვავილები ვარდისფერ-წითელია. ასისთავა ყვავილობს  ივნის-სექტემბერში  დაგრძელდება 5 დღეს.

გავრცელებულია ტყისპირა ველებსა და მდელოებზე მთის შუა სარტყელამდე. მადისმომგვრელ,  საჭმლის მომნელებელ, მატონიზირებელ საშუალებად ხარობს მდელოებზე, ტყისპირებში. გურიაში – ხინახინას ეძახიან, ნედლეულად იყენებენ მცენარის მიწის ზედა ნაწილს. მას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც როზეტის ფოთლებს ჯერ არ დაუწყიათ გაყვითლება და გახმობა. ასისთავა შეიცავს 1%-მდე ალკოლოიდებს, 0,3% -მდე გლიკოზიდებსდა ასკორბინისმჟავას. ასისთავას ნაყენს ხალხურ მედიცინაში  იყენებენ მადის მოსამატებლად,  პერისტალტიკის გასაძლიერებლად ასევე კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაცივებისა და ციების დროს.